logo
ENG



ბრიტანეთმა ასტრაზენეკას ვაქცინა დაამტკიცა

30 დეკ 202010:58
3 წუთის საკითხავი
 

ბრიტანეთმა ოქსფორდის მეცნიერების მიერ შექმნილი და კომპანია ასტრაზენეკას გამოშვებული ვაქცინა დაამტკიცა. 

დამტკიცება ნიშნავს, რომ ვაქცინა უსაფრთხოც არის და ეფექტიანიც. 

დიდ ბრიტანეთს 100 მილიონი დოზა უკვე შეკვეთილი აქვს, რაც 50 მილიონი ადამიანის ასაცრელად იქნება საკმარისი. 

ასტრაზენეკას ვაქცინა 2020 წლის პირველ თვეებში შექმნა. პირველი საცდელი დოზები აპრილში გაკეთდა და მას შემდეგ დამტკიცებამდე კიდევ არაერთი ეტაპი გაიარა. 

კომპანიის წარმომადგებლების თქმით, ეს ვაქცინა კორონავირუსის ახალი შტამის წინააღმდეგაც იმუშავებს

ასტრაზენეკას ვაქცინა შედარებით იაფია, ამასთან, შენახვისთვის განსაკუთრებული პირობები არ სჭირდება და სტანდარტულ მაცივარში შენახვაც შეიძლება. 

ასტრაზენეკას გარდა, კორონავირუსის წინააღმდეგ ფაიზერის და მოდერნას ვაქცინებიც არის დამტკიცებული. 


close დახურვა