logo
ENG



ბრიტანეთმა ევტუშენკოვისა და სხვა რუსი ოლიგარქების ოჯახის წევრებს სანქციები დაუწესა

12 აპრ 202316:59
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/12/biw21df6xveia2s.jpg

გაერთიანებულმა სამეფომ რუსი ოლიგარქების გარემოცვას ახალი სანქციები დაუწესა - სანქციები ეხებათ მათ, ვინც უკვე სანქცირებულ რუს ოლიგარქებს თავიანთი აქტივების დამალვაში შეგნებულად ეხმარებიან. მათ შორის არიან პუტინის მოკავშირე სანქცირებული ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის ნათესავები.

ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომის საპასუხოდ მხოლოდ ბრიტანეთში რუს ოლიგაქრებს 18 მილიარდი ფუნტის ქონება აქვთ გაყინული - ბრიტანეთი აღნიშნავს, რომ უპრეცედენტო საერთაშორისო სანქციების ფონზე, ახლა ოლიგაქრები მათი ფინანსების გადამალვას ცდილობენ და ამას ოჯახის წევრების დახმარებით, თუ სხვა საშუალებებით აკეთებენ.

სანქციების ახალი პაკეტი შეეხოთ ვლადიმერ ევტუშენკოვის შვილებსა და ცოლს - კერძოდ, ტატიანა ევტუშენკოვას, რომელიც მამის კომპანიის Redline Capital-ის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია. ასევე, ცოლს, ნატალია ევტუშენკოვას, რომელიც ქმრის კომპანიებსა თუ ბანკებში სხვადასხვა პოზიციას იკავებს. დასანქცირდა ევტუშენკოვის კიდევ ერთი შვილი და ასევე, რუსი ოლიგარქის ვიქტორ მედვედჩუკის ცოლი.

სანქცირებულთა შორის არიან დემეტრეს იოანიდესი და ქრისტოდულოს ვასილიადესი. ბრიტანეთის ცნობით, ისინი ეხმარებიან მთავარ რუს ოლიგარქებს რომან აბრამოვიჩსა და ალიშერ უსმანოვს. კერძოდ, იოანიდესი პასუხისმგებელია ბუნდოვანი ოფშორული სტრუქტურების შექმნაზე, რისი დახმარებითაც აბრამოვიჩმა 760 მილიონ ფუნტ სტერლინგზე მეტი ქონება დამალა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლერლიმ განაცხადა, რომ ბრიტანეთი გააგრძელებს მათთვის იმ აქტივების ჩამორთმევას, რომლებიც დამალული ჰქონდათ და პარტნიორებთან ერთად იბრძოლებენ ომის მხარდამჭერთა წინააღმდეგ.

***

შეგახსენებთ, რომ 25 აპრილს გავრცელდა აუდიოჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და ​სანქცირებულ რუს ოლიგარქს, ვლადიმერ ევტუშენკოვს შორის საუბარი ისმის.

ჩანაწერში, სავარაუდოდ, ევტუშენკოვი ივანიშვილს სთხოვს სანქციების გვერდის ავლით მოქმედებას, თუ მასაც აქვს ამის სურვილი. ისმის სახელები და გვარები - მათ შორის ახსენებენ სანქცირებული რუსი ოლიგარქის კომპანიაში ვიცე-პრეზიდენტის ალი უზდენოვის ვიზიტს საქართველოში. 

ჩანაწერში, სავარაუდოდ ივანიშვილი ევტუშენკოვს ეუბნება, რომ სიტუაცია არცისე სასიხარულოა, "მაგრამ უნდა გავმაგრდეთ". ამაზე პასუხად, სავარაუდოდ ევტუშენკოვი ამბობს, რომ აქვს იდეა და "დავითი ჩამოიტანს".

ჩანაწერში ევტუშენკოვი ივანიშვილს სთხოვს, ალი უზდენოვს შეხვდეს, პასუხად ივანიშვილი ამბობს, რომ ის მას "პრემიერთან გაუშვებს". 

26 აპრილს ფორმულასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ევტუშენკოვმა დაადასტურა ალი უზდენოვის ღარიბაშვილთან შეხვედრა, თუმცა, თქვა, რომ მათ "დასვენებაზე ისაუბრეს". 

ჩანაწერის გავრცელების შემდეგ უკრაინის უმაღლესი რადას ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარე დავით არახამიამ ევროკავშირსა და აშშ-ს მოუწოდა, ბიძინა ივანიშვილსა და მისი ბიზნესაქტივებისთვის სანქციების დაწესება განიხილონ.


close დახურვა