logo
ENG



ბრიტანეთმა რუსეთსა და ბელარუსს ახალი სავაჭრო სანქციები დაუწესა

09 მაი 202210:50
3 წუთის საკითხავი
 

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთსა და ბელარუსს ახალი სანქციების პაკეტი დაუწესა, რომელიც ვაჭრობას ეხება. შესაბამისი ინფორმაცია ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც ბრიტანეთის ხელისუფლებაში ამბობენ, ახალი პაკეტია "მიმართულია იმისკენ, რომ პუტინის სამხედრო მანქანა კიდევ უფრო მეტად დაასუსტოს". ბრიტანეთში აცხადებენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული იმპორტისა და ექსპორტის სანქციები ჯამში 4 მილიარდი ფუტ სტერლინგის ღირებულების საქონელს მოიცავს.

ახალი სანქციების პაკეტის ფარგლებში იმპორტის ტარიფები 35%-ით გაიზრდება. სანქციები შეეხება პლატინისა და პალადიუმის იმპორტზე ტარიფებს გაზრდასაც. ასევე, რუსეთში ისეთი პროდუქტების ექსპორტი აიკრძალება, როგორებიცაა ქიმიკატები, პლასტმასა, რეზინი და მექანიკის დეტალები, რომელთა საერთო ღირებულება 250 მილიონი ფუტია.


close დახურვა