logo
ENG



ბრიტანეთმა რუსი ოლიგარქის ევგენი შვიდლერის ორი კერძო თვითმფრინავი დააკავა

26 მარ 202218:34
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/26/ztq8xdampy2zq9n.jpg
PA

ბრიტანეთის ხელისუფლებამ ორი კერძო თვითმფრინავი დააკავა, რომლებიც რუს ოლიგარქს ევგენი შვიდლერს ეკუთვნის.

ნავთობის მაგნატისა და რუსი მილიარდერი ევგენი შვიდლერის თვითმფრინავები ინგლისსის ფარნბოროუსა და ბიგინ ჰილის აეროპორტებში 3 კვირის განმავლობაში გამოძიების ქვეშ იყვნენ.

ტრანსპორტის მინისტრი გრანტ შაპსი კი აცხადებს, რომ პუტინის მეგობრები ფუფუნების საგნებით არ უნდა სარგებლობდნენ, მაშინ როცა უკრაინაში უდანაშაულო ხალხი კვდება.

აღსანიშნავია, რომ შვილდერს სანქციები ასევე რუსი ოლიგარქის რომან აბრამოვიჩთან ბიზნეს კავშირების გამო დაუწესდა. მისი ქონება, ბრიტანეთის სახელმწიფოს ინფორმაციით დაახლოებით 1.2 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს, ჩამორთმეული თვითმფრინავების ღირებულება კი დაახლოებით 45 მილიონი გირვანქა სტერლინგია.


close დახურვა