logo
ENG



ბრიტანეთმა სანქციები რომან აბრამოვიჩსაც დაუწესა

10 მარ 202213:45
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/10/ms5ql8wistpq3ig.jpg

ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა საფეხბურთო კლუბი ჩელსის მფლობელს, რომან აბრამოვიჩს.

რუსი მილიარდერი ერთ-ერთია იმ 7 რუსი ოლიგარქისგან, ვისი აქტივებიც დიდ ბრიტანეთში გაიყინა.

დიდი ბრიტანეთის გამოქვეყნებულ სიაში აბრამოვიჩი აღწერილია, როგორც კრემლის მხარდამჭერი ოლიგარქი, რომელსაც ახლო კავშირები აქვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.

აბრამოვიჩი წარსულში უარყოფდა პუტინთან და კრემლთან ფინანსურ კავშირებს.

დიდი ბრიტანეთმა პერსონალური სანქციები 200-ზე მეტ ადამიანსა და 65 ორგანიზაციას დაუწესა. მათ შორის, როგორც ხელისუფლების წევრები ასევე მასთან დაკავშირებული ადამიანები არიან.


close დახურვა