ბრიტანელმა სამართალდამცველებმა სატვირთო ავტომობილში 39 ცხედრის პოვნის საქმეზე კიდევ ორი ეჭვმიტანილი დააკავეს. 38 წლის მამაკაციც და ქალიც ქალაქ უორინგტონის მცხოვრები არიან. მათ ბრალად ედებათ ადამიანების უკანონო ტრასნპორტირება და გაუფრთხილებლობით მკვლელობა.
საქმეში სულ სამი ეჭვმიტანილია. სატვირთო ავტომობილის მძღოლი პოლიციამ ტრაგედიის პირველივე დღეს დააკავა. დღეიდან იწყება ცხედრების ექსპერტიზის პროცესიც. წინასწარი ვერსიით, 39-ვე მათგანი ჩინელია, თუმცა დაღუპულთა შორის შესაძლოა 3 ვიეტნამელიც იყოს.
