ახალი კორონავირუსისგან გამოწვეული მარტოობისა და მოწყენილობის დასამარცხებლად ინგლისელმა კაცმა გამოსავალი მოძებნა. სამეზობლოსთან კომუნიკაციის დასამყარებლად მან დისტანციური ბინგო ითამაშა.
ამისთვის კი მიკროფონი და ხმის გამაძლიერებელი გამოიყენა. თამაშის დაწყებამდე მან ბარათები მეზობლებს საფოსტო ყუთში დაუტოვა. დისტანციური ბინგოს გამარჯვებულები შოკოლადითა და ალკოჰოლური სასმელით დააჯილდოვეს. პირველი ადგილის მფლობელს წილად ტუალეტის ქაღალდი ხვდა.