logo
ENG



ბრიტანეთში კორონავირუსით კატა დაინფიცირდა და რამდენიმე დღეში გამოჯანმრთელდა

28 ივლ 202015:26
3 წუთის საკითხავი
 
r3clbgpxd49p7bv.jpg

ბრიტანეთში სახლის კატას კორონავირუსი დაუდასტურდა. სამედიცინო ექსპერტების თქმით, ეს ცხოველის ინფიცირების პირველი შემთხვევაა ბრიტანეთში, თუმცა, მათი თქმით, გამოკვლევის შედეგები არ მიუთითებს, რომ ვირუსი ადამიანებსა და ცხოველებს შორის ვრცელდება. 

სავარაუდოდ, კატას Covid-19 პატრონისგან გადაედო, რომელსაც ვირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა. დღეის მდგომარეობით ვირუსისგან ორივე განკურნებულია

მედიკოსების თქმით, აღნიშნული შემთხვევა უიშვიათესია და მღელვარების საფუძველს არ ქმნის. 

„უიშვიათესი მოვლენაა, როდესაც შინაურ ცხოველს კორონავირუსი სუსტი ფორმებით გამოუვლინდა, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ ცხოველი გამოჯანმრთელდა. არ გვაქვს არანაირი საფუძველი იმისა რომ ვიფიქროთ, რომ ვირუსი ადამიანებიდან ცხოველებსაც გადაედებათ. ჩვენ დაკვირვებით ვიკვლევთ ამ შემთხვევას და შინაური ცხოველების პატრონებს ყველა საჭირო ინფორმაციას მივაწვდით", - განაცხადა წამყვანმა ბრიტანელმა ვეტერინარმა ქრისტინ მიდლენისმა

ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში კორონავირუსით ცხოველების ინფიცირების სულ რამდენიმე შემთხვევაა დაფიქსირებული. 


close დახურვა