logo
ENG



ბრიტანეთში რუსული ტელეკომპანია დააჯარიმეს

18 თებ 202009:23
3 წუთის საკითხავი
 
8zlth1ax1j34vtn.jpg

ბრიტანეთში რუსული ტელეკომპანია დააჯარიმეს. ქვეყნის მედია და სატელეკომუნიკაციო მარეგულირებელმა  „ენ-ტე-ვე-ს„ ბალტიის რედაქციას 20 ათასი ფუნტი სტერლინგის  გადახდა დააკისრა. უწყებამ მიუკერძოებლობის პრინციპის და სამაუწყებლო კოდის რიგი სხვა წესების დარღვევა ​„ენ-ტე-ვეს“ მიერ მომზადებულ სიუჟეტში აღმოაჩინა, რომლიც ყოფილი რუსი აგენტის, სერგეი სკრიპალისა  და მისი ქალიშვილის  ​ ნეირო-ტოქსინით მოწამლვას ეხებოდა.

ბრიტანეთის კანონმდებლობის თანახმად,  მაუწყებელი ვალდებულია, მარეგულირებლის დასკვნები პირდაპირ ეთერში გააშუქოს. სკრიპალებზე თავდასხმა ქალაქ სოლსბერიში 2018 წლის მარტში განხორციელდა.  ლონდონმა მოსკოვს გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე  ქიმიური იარაღის გამოყენებაში დაადანაშაულა,  კრემლი კი რუსული სპეცსამსახურების მონაწილეობას მოწამვლაში ამ დრომდე უარყოფს .


close დახურვა