კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად, დიდ ბრიტანეთში სილამაზის სალონები, კინოთეატრები და პაბები გაიხსნა.
3-თვიანი აკრძალვის შემდეგ რესტორნებთან და ბარებთან შაბათს ღამით რიგები იდგა. ყველაზე მაღალრეიტინგულ რესტორნებში შესვლა მხოლოდ წინასწარ ჩაწერით იყო შესაძლებელი. გაიხსნა კლუბების ნაწილიც.
ინფექციონისტები ქვეყნის ხელისუფლებას შეზღუდვების გაუქმების გამო აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება დაავადებულთა რაოდენობის ზრდას გამოიწვევს.