ვფიქრობ, უპირველესად უნდა ვთქვა ის, რომ გუშინდელი ფიასკოს შემდეგ არ არსებობს გამარჯვებული. პუტინი ნამდვილად დაკნინებულია. რუსი სამხედროები კი აშკარად რაღაც არეულობაში არიან. როგორც ჩანს, პრიგოჟინმა სცენა დატოვა ბელარუსში წასასვლელად. მაგრამ არის ეს მისი და ვაგნერის ჯგუფის დასასრული? ჩემი აზრით, ის ფაქტი, რომ ბელარუსში წავიდა, გარკვეულ შეშფოთებას იწვევს. ჩვენ არ ვიცით, რამდენი მებრძოლი გაჰყვა თან. რადგან თუ ისევ ინარჩუნებს მის ირგვლივ ეფექტურ საბრძოლო ძალას, ის კვლავ საფრთხეს წარმოადგენს უკრაინული ფლანგისთვის, კიევთან ყველაზე ახლოს.
ბრიტანელი გენერალი: პუტინი დაკნინებულია, რუსი სამხედროები კი რაღაც არეულობაში არიან
25 ივნ 202317:43
3 წუთის საკითხავი