ბრიტანელი მუსიკოსი როდ სტიუარტი დაიჭირეს. მომღერალი იმ დროს დააკავეს, როდესაც ფლორიდის შტატში, ერთ-ერთ კერძო საბავშვო წვეულებაზე შვილთან ერთად შეღწევას ცდილობდა. პოლიცია დაცვის სამსახურმა გამოიძახა.
თვითმხილველების თქმით, წვეულებაზე შესასვლელად 74 წლის ვარსკვლავმა დაცვის თანამშრომელს დაარტყა, მისმა შვილმა კი ხელი ჰკრა. მომღერალმა მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა, თუმცა დაზარალებული ჩივილს მაინც აპირებს.