logo
ENG



ბრიტანელი ტურისტი ყვება, რომ ქუთაისში კაცმა პირსინგის გამო სცემა

16 იან 202223:17
3 წუთის საკითხავი
clock 5787
ბრიტანელი ტურისტი ყვება, რომ ქუთაისში კაცმა პირსინგის გამო სცემა

დიდი ბრიტანეთიდან ჩამოსული ტურისტი ყვება, რომ ქუთაისში კაცმა პირსინგის გამო სცემა. შემთხვევა 13 იანვარს მოხდა. კაცმა ანონიმურად დარჩენა ისურვა.  შემთხვევის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად On.ge-მ გაავრცელა. 

როგორც ტურისტი ფორმულასთან ყვება, ბარში შეყვარებულთან ერთად იყო, როდესაც აგრესიულად განწყობილმა კაცმა ტუჩის პირსინგზე კომენტარი გააკეთა. კაცი მათ თეთრ ხიდთან დაესხა თავს, როდესაც ბარიდან გამოვიდნენ და სახლისკენ მიდიოდნენ. 

"ძლიერად მცემეს. მიწაზე დამაგდეს. ჩვენება უკვე მივეცით და ახლა ვარკვევთ, შეგვიძლია თუ არა მისი შეცვლა. პოლიცია ზეწოლას ახდენს, რომ მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფაზე შეგვეტანა საჩივარი, რაც ადმინისტრაციული დარღვევაა და მცირე ჯარიმის გადახდას გულისხმობს. ეს მათთვის უფრო ადვილი საქმე იქნებოდა, მაგრამ გვინდა ამ კაცს ვუჩივლოთ სისხლის სამართლის კოდექსით. 

ჩვენ გვაქვს მომხდარის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, ამ კაცის ჩანაწერები ბარში. ჯერ არ ვიცი თუ გაარკვიეს, ვინ იყო ეს კაცი. მაგრამ პოლიცია თავდაჯერებულია, რადგან ყველაფრის ჩანაწერი გვაქვს. გვინდა ამ კაცს ვუჩივლოთ სისხლის სამართლის კოდექსით, მაგრამ ვერკვევით რამდენად არის ეს შესაძლებელი", - ამბობს ტურისტი.

ამჟამად ახალგაზრდა კაცი შეყვარებულთან ერთად ქუთაისში რჩება. 

გამოძიებასთან დაკავშირებით ფორმულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. ინფორმაციას მიღებისთანავე განვაახლებთ.


close დახურვა