logo
ENG



ბრიტანული დაზვერვა: ლისიჩანსკიდან უკან დახევამ გააძლიერა უკრაინული დაცვის ხაზი

16 ივლ 202213:08
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/16/pxkzjzm7oul52i7.png

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახური ამბობს, რომ რუსეთის შეტევითი ოპერაციები მოცულობითა და მასშტაბით შემცირებულია. 

დაზვერვის ცნობით:

"ლისიჩანსკის დასავლეთით ბრძოლა ფოკუსირებულია სივერსკსა და ბახმუტზე. ეს ხდება მიუხედავად რუსების მტკიცებისა, რომ კვირის დასაწყისში ქალაქ სივერსკის გარეუბანში შევიდნენ. 

რუსეთი მანამდეც ლაპარაკობდა ნაადრევ და ცრუ წარმატებებზე. ეს, დიდი ალბათობით, მისი შიდა აუდიტორიისთვის ხდება და ბრძოლის მოტივაციის ამაღლებას ემსახურება. 

უკრაინის თავდაცვა წარმატებულია მას შემდეგ, რაც ლისიჩანსკი დათმეს და თავდაცვის ხაზი შემცირდა და გამაგრდა. ამან შესაძლებელი გახადა ძალის კონცენტრაცია და რუსული თავდასხმებზე პასუხი, ასევე, შეამცირა რუსეთის მომენტუმი". 


close დახურვა