logo
ENG



ბრიტანული დაზვერვა: რუსეთი აგრძელებს სარაკეტო თავდასხმებს მთელ უკრაინაში

05 მაი 202202:33
3 წუთის საკითხავი
 
ბრიტანული დაზვერვა: რუსეთი აგრძელებს სარაკეტო თავდასხმებს მთელ უკრაინაში

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი აგრძელებს სარაკეტო თავდასხმებს მთელ უკრაინაში, რაც მიზნად ისახავს უკრაინის მარაგების განადგურებას.

გარდა ამისა, ბრიტანული დაზვერვის განცხადებით, იმის გამო, რომ შეფერხდა რუსული სამხედრო ოპერაციები, გრძელდება არასამხედრო სამიზნეების - სკოლების, საავადმყოფოების, საცხოვრებელი კორპუსების და სატრანსპორტო ჰაბების მიზანში ამოღება.

"ეს მიუთითებს რუსეთის სურვილზე, მიზანში ამოიღოს სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, რათა შეასუსტოს უკრაინის სიმტკიცე.

განგრძობადი თავდასხმა ისეთ მნიშვნელოვან ქალაქებზე, როგორიცაა ოდესა, ხერსონი და მარიუპოლი, ხაზს უსვამს რუსეთის სწრაფვას, სრულად აიღოს კონტროლი შავ ზღვაზე გასასვლელზე, რაც მათ საშუალებას მისცემს, აკონტროლოს უკრაინის კომუნიკაციების საზღვაო ზოლი, რაც მის ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება". - ნათქვამია ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციაში. 


close დახურვა