logo
ENG



ბრიტანული დაზვერვა: რუსეთი დილემის წინაშეა, გააძლიეროს თავდასხმა აღმოსავლეთით თუ დასავლეთით

25 ივლ 202210:27
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/25/jguyc54v22gzr0b.jpg

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, დონბასისა და ხერსონის მიმართულებაზე ბრძოლა ხელშესახები შედეგების გარეშე მიმდინარეობს.

დაზვერვის ცნობით, რუსული სარდლობა დილემის წინაშეა - გააძლიეროს თავდასხმა აღმოსავლეთით, თუ დასავლეთით.

ბრიტანეთის დაზვერვაში ამბობენ, რომ 18 ივლისს ბელგოროდის ოლქში, უკრაინიდან 10 კილომეტრში აღმოაჩინეს სამხედრო ტექნიკის სარემონტო საწარმო, სადაც 300 დაზიანებული მანქანა, მათ შორის ჯავშანმანქანები და ტანკები აღმოაჩინეს.

"საკადრო პრობლემების პარალელურად, დიდი ალბათობით, რუსეთი ათასობით დაზიანებული მანქანის შეკეთებასთან დაკავშირებულ პრობლემებსაც განიცდის", - ამბობენ ბრიტანეთის დაზვერვაში. 


close დახურვა