logo
ENG



ბრიტანული დაზვერვა: რუსეთი დილემის წინაშეა - ხერსონიდან ძალების გაყვანა თუ მისი გამაგრება

06 ოქტ 202211:22
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/06/rbnbpxazb5vvdme.jpg

დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა, ხერსონის ოლქში ვითარების გაანალიზების შედეგად წერს, რომ რუსეთი რეგიონული ცენტრის დაცვას აპირებს, თუმცა სამხედრო თვალსაზრისით უკან დახევა მომგებიანი იქნება.

ყოველდღიურ შემაჯამებელ მოხსენებაში დაზვერვა აღნიშნავს, რომ უკრაინამ შეტევითი ოპერაციების ახალი ეტაპი ხერსონის რეგიონში 2022 წლის 2 ოქტომბერს დაიწყო. სამხრეთით გადაადგილებისას უკრაინელებმა ფრონტის ხაზი კიდევ 20 კილომეტრით გადაწიეს. როგორც წესი, რუსული ჯარები უკან იხევდნენ, და სავარაუდოდ, სარდლობა განიხილავს მზარდ საფრთხეს ხერსონის რეგიონში ნოვა კახოვკას მიმართ, როგორც ერთ-ერთ მთავარ პრობლემას, რადგან დნეპრზე დაზიანებული გადასასვლელი ამ მხარეში რჩება ერთ-ერთ იმ მცირე მარშრუტთაგან, რომლებიც მათთვის ხელმისაწვდომია ძალების შესავსებად.

მოხსნების ავტორები მიიჩნევენ, რომ რუსეთი დგას დილემის წინაში - ძალების გადაყვანა დნეპრზე, რაც დანარჩენი ხერსონის ოლქის თავდაცვას უფრო საიმედოს ხდის, მაგრამ პოლიტიკური ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ ხერსონში დარჩნენ და გაამაგრონ.


close დახურვა