ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთმა, სავარაუდოდ, ოკუპირებული ხარკივის ოლქიდან საკუთარი ჯარის გაყვანის ბრძანება გასცა.
"უკრაინის წინსვლის ფონზე, რუსეთმა, სავარაუდოდ, ოკუპირებული ხარკივის ოლქიდან საკუთარი ჯარის გაყვანის ბრძანება გასცა.
უკრაინის სწრაფ წარმატებას რუსეთის საერთო ოპერაციულ გეგმაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. უკრაინაში განლაგებული ძალების დიდი ნაწილი იძულებულია პრიორიტეტი საგანგებო თავდაცვით მოქმედებებს მიანიჭოს.
არსებული ვითარების ფონზე, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის მიმართ ჯარისკაცების ნდობა კიდევ უფრო გაუარესდება," - ნათქვამია განცხადებაში.