logo
ENG



ბრიტანული დაზვერვა: რუსეთს არ აქვს საჰაერო უპირატესობა, მისი საბრძოლო მასალა იწურება

25 ოქტ 202212:06
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/25/13o6ue3h8bi4o1u.jpg

დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ცნობით, რუსეთის ფედერაციას არ აქვს საჰაერო უპირატესობა და მისი საბრძოლო მასალა იწურება.

"რუსეთს ჯერ კიდევ არ შეუძლია შეინარჩუნოს საკმარისი საჰაერო უპირატესობა, რათა საიმედოდ უზრუნველყოს ეფექტური საჰაერო მხარდაჭერა ფრონტის ხაზთან, მისი საარტილერიო საბრძოლო მასალა იწურება.

რუსეთის სარდლობა, სავარაუდოდ, სულ უფრო მეტად მიმართავს მაღალის რისკის შემცველი საბრძოლო მისიების შესრულებას, როგორც ერთ-ერთ შესაძლო ვარიანტს საბრძოლო მოქმედებებში ჯარების მჭიდრო მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად," - ნათქვამია განცხადებაში.

10 ოქტომბრის შემდეგ რუსეთი მასობრივად ბომბავს უკრაინულ ქალაქებს. პუტინი აცხადებს, რომ ეს ყირიმის ხიდის აფეთქების საპასუხოდ ხდება. 17 ოქტომბერს რუსეთი კიევს დრონი-კამიკაძეებით დაესხა თავს. შედეგად ქალაქის ცენტრში საცხოვრებელი სახლი დაინგრა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა