დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთს ქვეყნიდან სარეზერვო ძალები გამოჰყავს და მათ უკრაინის საზღვრებთან კრებს ახალი შეტევითი ოპერაციებისთვის.
ახალი ქვეითი ქვედანაყოფების დიდი ნაწილი, სავარაუდოდ, გადაადგილდება MT-LB ჯავშანტექნიკით, რომლებიც აღებულია რუსეთის გრძელვადიანი შენახვის საწყობიდან.
MT-LB ჯავშანტექნიკას რუსეთი დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნევდა შეუფერებლად წინა ხაზზე ქვეითი სატრანსპორტო გამოყენებისთვის.
ეს ჯავშანტრანსპორტიორი თავდაპირველად 1950 წელს შეიქმნა, როგორც ტრაქტორი, რომელსაც არტილერია უნდა გადაეზიდა. მას ძალიან ლიმიტირებული ჯავშანი აქვს და მხოლოდ ავტომატისგან დაცვა შეუძლია.
კონტრასტისთვის, თებერვალში, რუსეთის პირველი ეშელონის თავდასხმის ქვედანაყოფების უმეტესობა აღიჭურვა BMP-2 ქვეითი საბრძოლო მანქანებით, 33 მმ-მდე სისქის ჯავშანტექნიკით და მძლავრი 30 მმ-იანი ავტოქვემეხით და ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო გამშვებით.
ბრიტანული დაზვერვის განცხადებით, მიუხედავად ვლადიმირ პუტინის 7 ივლისის მტკიცებისა, რომ რუსულ სამხედროებს "ჯერ არც კი დაუწყიათ" ძალისხმევის გაწევა უკრაინაში, რუსული არმიის ახალი ფორმირებები შედგება სარეზერვო ძალისგან და მოძველებული ან შეუსაბამო აღჭურვილობისგან.