logo
ENG



ბრიტანული დაზვერვა: უკრაინელმა სამხედროებმა სამხრეთით ფრონტის ხაზის გადაწევა შეძლეს

31 აგვ 202210:59
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/31/ru2acnjyuvrsbg9.jpg

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის თანახმად უკრაინელმა სამხედროებმა სამხრეთით ფრონტის ხაზის გადაწევა შეძლეს.

ყოველდღიურ მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ქვეყნის სამხრეთით რამდენიმე მიმართულებით უკრაინული ჯავშანტექნიკა განაგრძობს რუსეთის ჯარებზე შეტევას. უკრაინულმა ფორმირებებმა შეძლეს ფრონტის ხაზის გადაწევა გარკვეულ მანძილზე, რუსეთის შედარებით სუსტი თავდაცვის გამოყენებით.

გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ რუსეთი აგრძელებს უკრაინაში თავისი ჯარისთვის ახალი დამხმარე ჯგუფების ფორმირებას.

უკრაინის გენერალური შტაბი თავის მხრივ არაფერს ამბობს ხერსონზე, თუმცა აღნიშნავს, რომ ბრძოლები მიმდინარეობს დონბასში და რომ რუსეთი ზაპოროჟიეს ოლქში შეტევის განახლებას გეგმავს.


close დახურვა