logo
ENG



ბრიტანული დაზვერვა: უკრაინის დაბომბვა რუსეთის სამხედრო წარუმატებლობას უკავშირდება

18 ოქტ 202210:48
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/18/solxnvhf11205z0.png
Кровавая барыня

ბრიტანეთის დაზვერვა თავის განცხადებაში წერის, რომ 10 ოქტომბრიდან რუსეთი უკრაინაში სამიზნეებზე გაზრდილი სიხშირით ახორციელებს შორ მანძილზე დარტყმებს.

"სახმელეთო სამიზნეებზე დარტყმების განსახორციელებლად საკრუიზო რაკეტები, საჰაერო თავდაცვის რაკეტები და ირანის მიერ მოწოდებული შაჰედ-136 თვითმფრინავები გამოიყენება."- წერს დაზვერვა.

ბრიტანეთის დაზვერვის განმარტებით, ასეთი ქმედებების მთავარი მიზანი, ალბათ, უკრაინის ენერგოდისტრიბუციის ქსელისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენება არის.

"იმის გამო, რომ რუსეთმა აგვისტოს შემდეგ წარუმატებლობა განიცადა ბრძოლის ველზე, ის უფრო დიდ მზადყოფნას ავლენს უკრაინის სამხედრო ობიექტებთან ერთად სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმისთვის."- წერია ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებაში. 

10 ოქტომბრის შემდეგ რუსეთი მასობრივად ბომბავს უკრაინულ ქალაქებს. პუტინი აცხადებს, რომ ეს ყირიმის ხიდის აფეთქების საპასუხოდ ხდება. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ მხოლოდ სამხედრო ობიექტებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს, თუმცაღა დარტყმების ქვეშ საცხოვრებელი ობიექტები ხვდება. 17 ოქტომბერს რუსეთი კიევს დრონი-კამიკაძეებით დაესხა თავს. შედეგად ქალაქის ცენტრში საცხოვრებელი სახლი დაინგრა.


close დახურვა