logo
ENG



ბრიტანული დაზვერვის თქმით, უკრაინამ სამხრეთ ნაწილში თავდაცვა გააძლიერა

30 აგვ 202212:57
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/30/4s6g84zi94o9eqs.jpg

ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, 2022 წლის 29 აგვისტოდან უკრაინის შეიარაღებული ძალების რამდენიმე ბრიგადამ, სამხრეთ უკრაინაში, ფრონტის წინა ხაზზე, საარტილერიო სისტემების საშუალებით თავდაცვა გააძლიერა.

დაზვერვის თქმით, უკრაინის შორ მანძილზე ზუსტი დარტყმები რუსული არმიის შეფერხებას იწვევს. ამასთან, ისინი აღნიშნავენ, რომ ჯერჯერობით შეუძლებელია უკრაინის წინსვლის მასშტაბების განსაზღვრა.

ბრიტანული დაზვერვის ცნობით, აგვისტოს დასაწყისიდან რუსეთმა მდინარე დნეპროს დასავლეთ სანაპიროზე, ხერსონის გარშემო ძალისხმევა გააძლიერა. მათი განცხადებით, თუ უკრინა მოახერხებს მდგრადი შეტევითი ოპერაციების განხორციელებას, სავარაუდოდ, ამან შეიძლება სამხრეთ ნაწილში რუსეთის თავდაცვის ძალები შეასუსტოს.  


close დახურვა