logo
ENG



ბრიუსელის მეტროში კაცი მგზავრებს ცივი იარაღით თავს დაესხა - არიან დაჭრილები

31 იან 202300:38
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/31/eh7wohwhgzgpn66.jpg

ბრიუსელში, მეტროსადგურ შუმანში ახალგაზრდა კაცი მგზავრებს ცივი იარაღით თავს დაესხა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიჭრა.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი 30 წლის კაცია, რომელმაც ცივი იარაღი მატარებელში გამოიყენა.

პოლიციამ მეტროპოლიტენის თანამშრომლების დახმარებით თავდამსხმელი დააკაცა. რაც შეეხება დაშავებულებს, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს - ერთის მდგომარეობა მძიმეა. ბრიუსელის პროკურატურა ტერაქტს გამორიცხავს.


close დახურვა