logo
ENG



ბრიფინგი „ნაციონალურ მოძრაობაში“

23 აგვ 202215:15
3 წუთის საკითხავი
 

"ნაციონალურ მოძრაობაში" ამტკიცებენ, რომ  "ქართული ოცნება" აპირებს ხელი შეუწყოს  სანქცირებული რუსული ოქროს საქართველოში მოპოვებულად გასაღებას  - ამის ეჭვს ოპოზიციურ პარტიას ახალი აუქციონი უჩენს. ამბობენ, რომ  სავარაუდოდ  ივანიშვილი და მისი რუსი პარტნიორები კომპანია RMG Gold-ის სახელით ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ აუქციონს მოიგებენ, რადგან პირობები სწორედ მათზეა მორგებული, ამის შემდეგ კი რუსეთისთვის შექმნილ მტკივნეულ ფინანსურ პრობლემებს აირიდებენ.  საუბარია ბოლნისსა და მარნეულში 7 სოფელში ოქროს მოპოვებისთვის გამოცხადებულ აუქციონზე რომელიც ჯერ არ დასრულებულა. პარტიაში აქცენტს  სალიცენზიო ტერიტორიის მიმდებარედ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსა და ეკლესიებზე აკეთებენ.  


close დახურვა