ნარკოტიკების რეზონანსული საქმის ახალი დეტალები. 19 წლის ბიჭის გარდაცვალების მიზეზად გამოძიებამ სავარაუდო ზედოზირება დაასახელა, მასთან ერთად მყოფი 20 წლის გოგო კი დაკავებულია. გამოძიების მტკიცებით, ორივე მეტადონის რეალიზაციით იყო დაკავებული, შემდეგ ნარკოტიკი თავადაც მიიღეს, ბიჭი კი დაიღუპა.