უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომი ხანგრძლივი არ იქნება.
"მე არ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ ეს იქნება ხანგრძლივი ომი. ეს არის ჩემი პირადი მოსაზრება, რომელიც ეფუძნება იმ მონაცემების ანალიზს, რაც გვაქვს, პირველ რიგში, მოწინააღმდეგის შესახებ", - თქვა უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა.
ბუდანოვის თქმით, ომი რუსეთის ფედერაციასთან, შესაძლოა, კიდევ ექვსი, შვიდი თვე ან ერთი წელი გაგრძელდეს. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ზოგისთვის ეს შეიძლება დიდი დრო იყოს, თუმცა როგორც უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელი ამბობს, რუსებს ფიზიკურად არ შეუძლიათ გრძელვადიანი ომის წარმოება.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.