logo
ENG



ბუდანოვი: რუსეთი დამატებით 450 000 ადამიანის მობილიზებას გეგმავს

25 აგვ 202314:43
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/25/o1p1i0kz66cduz2.jpg

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, რუსეთი დამატებით 450 000 ადამიანის მობილიზებას გეგმავს.

"ახლა განიხილავენ ვარიანტს, საკითხი ჯერ არ არის ბოლომდე გადაწყვეტილი, რომ დამატებით 450 000 ადამიანი გაიწვიონ", - თქვა უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა.

ბუდანოვის თქმით, რუსეთში მობილიზაციის პროცესი არ შეწყვეტილა. მისი თქმით, შარშან რუსეთის ფედერაციამ 350 000 ადამიანი გაიწვია და ამასთან, აღნიშნავს, რომ რუსეთში ფარული მობილიზაცია მუდმივად გრძელდება. როგორც ბუდანოვი ამბობს, ახლა ყოველთვიურად 20 000-22 000 ადამიანის მობილიზება ხორციელდება.

"თავად ეს ფაქტი შემდეგ კითხვას ბადებს: რატომ არის ასეთი რიცხვი, თუ დანაკარგები, როგორც ამბობენ, მიზერულია", - აღნიშნა მან.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა და აღნიშნული ქმედება "რუსეთის სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელ ნაბიჯად" მოიხსენია. 

28 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია დასრულდა. როგორც შოიგუმ აღნიშნა, სულ 300 000 კაცის მობილიზაცია მოხდა, რომელთა საშუალო ასაკი 35 წელია.


close დახურვა