logo
ENG



ბუდანოვი: რუსეთს რაკეტები კიდევ ორი მასიური დარტყმისთვის დარჩა

01 იან 202318:11
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/01/w6z8f205hvoaon1.jpg

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, რუსეთს რაკეტები კიდევ ორი მასიური დარტყმისთვის დარჩა.

ბუდანოვის თქმით, რუსები შეტევის დროს რაკეტების რაოდენობას ამცირებენ, რათა შეინარჩუნონ ამ თავდასხმების ინტენსივობის სიმულაცია. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ მარტამდე რუსეთის ფედერაციას იარაღის მხრივ კრიტიკული მდგომარეობა ექნება. უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთს ერთი სარაკეტო შეტევისთვის 1,5-2 თვე სჭირდება. 

გუშინ, ბუდანოვმა განაცხადა, რომ ბახმუტი, როგორც ქალაქი, აღარ არსებობს. მისი თქმით, ოკუპანტებმა იქაურობა მთლიანად გაანადგურეს და მთელი ქალაქი დაუსახლებელი გახადეს.

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, ბახმუტის მიმართულებით რუსების ძალები უკვე ამოწურულია. ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, მოვლენები, შესაძლოა, კულმინაციას მიუახლოვდეს.


close დახურვა