უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, რუსეთს რაკეტები უკრაინაზე 2-3 მასიური დარტყმისთვის დარჩა.
ბუდანოვის თქმით, რუსეთი ჯერ კვირაში ერთხელ ურტყამდა უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, შემდეგ 10 დღეში ერთხელ, ორ კვირაში ერთხელ და ახლა პაუზა კიდევ უფრო გრძელდება.
"დროის ეს პერიოდი განპირობებულია მხოლოდ ერთი პრობლემით: რუსული სარაკეტო არსენალის დროებითი შემცირებით. მათი ინდუსტრია ვერ ახერხებს დაფაროს ის თანხა, რასაც ისინი ხარჯავენ. მათი მცდელობის მიუხედავად, ეს არარეალურია", - თქვა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა.
ოქტომბრის დასაწყისიდან, რუსეთმა რეგულარულად დაიწყო მასიური სარაკეტო დარტყმები უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. სარაკეტო თავდასხმების შედეგად ენერგეტიკული და წყალმომარაგების სისტემები დაზიანდა.