logo
ENG



ბუდანოვი: უკრაინა ყირიმს ძალითაც და დიპლომატიითაც დაიბრუნებს

26 დეკ 202213:52
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/26/wlkmp3gywe0f3ds.jpg

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, უკრაინა ყირიმს ძალითაც და დიპლომატიითაც დაიბრუნებს.

"ყირიმს დავიბრუნებთ კომბინირებული გზით: ძალითაც და დიპლომატიითაც. მაგრამ ძალის გარეშე არაფერი იქნება. ჩვენი დანაყოფები იქ იარაღით ხელში შევლენ", - თქვა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა.

ჟურნალისტის სიტყვებს, რომ ყირიმი დასავლეთის ქვეყნებისთვის "წითელი ხაზია", დაზვერვის ხელმძღვანელმა უპასუხა, რომ ის არ არის დაინტერესებული იმ ადამიანების მოსაზრებების მოსმენით, რომლებიც არ ასახავს უკრაინელი ხალხის პოზიციას.

ბუდანოვის თქმით, უკრაინა ყველა დაკარგულ ტერიტორიას დაიბრუნებს. ამასთან, მან აღნიშნა, რომ უკრაინა 1991 წლის საზღვრებში აღიარებული ქვეყანაა და ვინც ამას არ ეთანხმება, არ ეთანხმება მეორე მსოფლიო ომისა და გაეროს ახალი საწყისების შემდეგ შექმნილ მსოფლიო წესრიგს.


close დახურვა