logo
ENG



ბუდანოვი: უკრაინამ უნდა დაასუსტოს რუსეთი, აუცილებელია EU-სა და NATO-ში გაწევრიანება

30 იან 202311:08
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/30/tif0k1wfo7mtd4y.jpg

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, უკრაინამ უნდა დაასუსტოს რუსეთი, ამისთვის კი აუცილებელია ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანება.

კითხვაზე, თუ როგორ ხედავს უკრაინისა და რუსეთის ურთიერთობების მომავალს, ბუდანოვი პასუხობს, რომ ეს იქნება ძალიან რთული პროცესი. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ არავინ იცის, როგორი იქნება რუსეთის მომავალი და ვისთან მოუწევს უკრაინას საუბარი რეპარაციებისა და დანაშაულებებზე პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

"ჩვენი ამოცანა, უკრაინის ამოცანა არის რუსეთის ფედერაციის დასუსტება. ამისთვის ჩვენ აქტიურად უნდა შევუერთდეთ ევროატლანტიკურ და ევროპულ სტრუქტურებს: პოლიტიკურ, ეკონომიკურ, უსაფრთხოების, იურიდიულ, ჰუმანიტარულ და საგანმანათლებლო სტრუქტურებს.

საბოლოოდ, ჩვენ უნდა გვქონდეს რაიმე სახის კონტროლი ახალ, ომისშემდგომ რუსეთის ფედერაციაზე, რათა ის, რაც მოხდა უკრაინასთან, აღარ განმეორდეს", - თქვა უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა.


close დახურვა