logo
ENG



ბუდანოვის თქმით, რუსეთი უკრაინაში ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს

21 ივნ 202319:04
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/21/wtelobs7eqzmb78.jpg

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, რუსეთი უკრაინაში ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს.

"როგორც დაზვერვის ხელმძღვანელი, პირდაპირ ვამბობ, რომ ეს არ მოხდება. რუსეთის ფედერაციასთან ჩემი მტრობის მიუხედავად, ვფიქრობ, იქაურ ხელმძღვანელობაში ამდენი იდიოტი არ არის.

მშვიდობა შეუძლებელია რუსეთის სტრატეგიული დამარცხებისა და ძალაუფლების რეფორმირების გარეშე. ან ორივე მხარე შეწყვეტს ომს, ან ერთი მხარე წააგებს და მეორე მოიგებს. სხვა ვარიანტი არ არსებობს", - თქვა უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელმა.

გუშინ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ პუტინის მხრიდან ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე რეალურაია.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლის, ანდრეი იუსოვის თქმით, რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე ყოველთვის არსებობს.


close დახურვა