ბულგარეთი და პოლონეთი აცხადებენ, რომ მზად არიან რუსეთისა და გაზპრომის მიმართ სამართლებრივი ნაბიჯები გადადგან მას შემდეგ, რაც მათ გაზის მიწოდება შეუწყვიტეს.
პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჯეი დუდა აღნიშნავს, რომ რუსული კომპანია გაზპრომის წინააღმდეგ შესაბამისი "სამართლებრივი ზომები" იქნება მიღებული. მისივე თქმით, კონტრაქტის დარღვევის გამო გაზპრომისგან კომპენსაციის ანაზღაურებას მოითხოვენ.
ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ალექსანდერ ნიკოლოვმა CNN-თან თქვა, რომ მთავრობა ღიაა მოსკოვის წინააღმდეგ სამართლებრივი შედეგების შესასწავლად
"სახელმწიფო კომპანია ბულგარგაზმა შეასრულა გადახდა და შემდეგ თანხა გაზპრომიდან დაბრუნდა. თუ ვსაუბრობთ კონტრაქტის დარღვევაზე, მაშინ იურიდიული და საკანონმდებლო პერსპექტივიდან აბსოლუტურად ნათელია, ვინ დაარღვია კონტრაქტი", - თქვან ნიკოლოვმა.
მას შემდეგ რაც ბულგარეთმა და პოლონეთმა უარი თქვეს გაზი რუბლებში შეესყიდათ, რუსეთის სახელმწიფო კომპანია გაზპრომმა ორივე ქვეყანას გაზის მიწოდება შეუწყვიტა.
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ ბულგარეთსა და პოლონეთს გაზს ახლა ევროკავშირის წევრი ქვეყანა-მეზობლები აწვდიან.