logo
ENG



ბულგარეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ უკრაინის ეკლესიასთან ევქარისტიული კავშირი დაამყარა

20 მაი 202421:12
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/20/xzme2dwwvvfmmi0.jpeg

ბულგარეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ უკრაინის ეკლესიასთან ევქარისტიული კავშირი დაამყარა.

საღმრთო ლიტურგია მსოფლიო პატრიარქის ხელმძღვანელობით, თურქეთში ჩატარდა. მასში მონაწილეობას ბულგარეთისა და უკრაინის იერარქები იღებდნენ.

ევქარისტიული კავშირის დამყარება ფაქტობრივად ავტოკეფალიის აღიარებას ნიშნავს.

ლიტურგიის დასრულების შემდეგ, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ სიხარული გამოხატა ბულგარეთისა და უკრაინის ორი ეკლესიის იერარქების საღვთო ლიტურგიაში მონაწილეობის გამო.

ავტოკეფალიას აღიარება სავარაუდოდ ბულგარეთის ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ მოხდება, რაც მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს არის დაგეგმილი. აღსანიშნავია, რომ ბულგარეთის პატრიარქის პარაკლისს კიევის მიტროპოლიტი ეპიფანე ასწრებოდა. პატრიარქი ნეოფიტე 13 მარტს, სოფიაში გარდაიცვალა.

 


close დახურვა