logo
ENG



ბულგარეთმა ოფიციალურად დაუჭირა მხარი უკრაინის NATO-ში შესვლას

06 ივლ 202321:26
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/06/ckqbfndo5der33e.jpg
AP

ბულგარეთმა ოფიციალურად დაუჭირა მხარი უკრაინის NATO-ში შესვლას.

დღეს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბულგარეთში ჩავიდა. მან ბულგარეთის პრემიერ მინისტრთან, ნიკოლაი დენკოვთან ერთად ხელი მოაწერა დეკლარაციას, რომლითაც ბულგარეთი ოფიციალურად უჭერს მხარს უკრაინის თავდაცვით ალიანსში "რაც შეიძლება სწრაფად" შესვლას.

"ბულგარეთი თანმიმდევრულია მის მხარდაჭერაში უკრაინის სუვერენულობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და დარწმუნებულები ვართ, რომ დამოუკიდებელი და სუვერენული უკრაინა რეგიონში ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა" - განაცხადა დენკოვმა ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ.

ბულგარეთის პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთმა უპირობოდ უნდა გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან და დაუბრუნდეს საკუთარ "საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს".


close დახურვა