უკრაინული მედიის ცნობით, ბულგარეთმა უკრაინას 100 ჯავშანმანქანა გადასცა.
მედიის ინფორმაციით, ეს არის ბულგარეთის პირველი ოფიციალური გადაწყვეტილება უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკის გადაცემის შესახებ.
ჯავშანტექნიკის მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ბულგარეთში ვიზიტიდან ერთი კვირის შემდეგ გახდა ცნობილი.
ზელენსკი ბულგარეთში 6 ივლისს ჩავიდა. მან ბულგარეთის პრემიერ მინისტრთან, ნიკოლაი დენკოვთან ერთად ხელი მოაწერა დეკლარაციას, რომლითაც ბულგარეთი ოფიციალურად უჭერს მხარს უკრაინის თავდაცვით ალიანსში "რაც შეიძლება სწრაფად" შესვლას.
ბულგარეთის პრემიერის თქმით, რუსეთმა უპირობოდ უნდა გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან და დაუბრუნდეს საკუთარ "საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს".