logo
ENG



ბულგარეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევები დადასტურდა

08 მარ 202013:26
3 წუთის საკითხავი
 
jxny003vnn3haoc.jpg

ბულგარეთში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევები დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსის ოთხი შემთხვევაა დაფიქსირებული. 

ცნობილია, რომ  ინფიცირებული ორი მამაკაცი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილიდან არიან, ორი ქალი კი - ცენტრალური რეგიონიდან.

მსოფლიოში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ უკვე 105 ათასს მიაღწია. მათგან 81 ათასამდე შემთხვევა ჩინეთში ფიქსირდება. 442-მდე გაიზარდა კოვიდ 19-ით დაავადებულთა რაოდენობა ამერიკის შეერთებულ შტატებში. 200-ს გადააჭარბა დაავადებულთა რიცხვმა დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში კი კორონავირუსი 700 ადამიანს დაუდასტურდა.

 

 

 

 

 


close დახურვა