logo
ENG



ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი: გვსურს, საქართველომ რეალობად აქციოს ევროპული პერსპექტივა

19 ივლ 202220:59
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/19/oaohx3jxsfon4cy.jpg

გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი კატრინ გიორგინგ-ეკარდტი თბილისში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს შეხვდა.

როგორც საქართველოში გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, შეხვედრების თემები იყო ევროპასა და საქართველოში არსებული ვითარება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ფონზე და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად განსახორციელებელი პრიორიტეტების პროცესი საქართველოში.

"ჩამოვედი, რომ განმეცხადებინა: ჩვენ გვსურს, საქართველომ რეალობად აქციოს თავისი ევროპული პერსპექტივა. ამ გზაზე გერმანია მხარს დაუჭერს საქართველოს", - თქვა კატრინ გიორგინგ-ეკარდტმა.

მან მოუწოდა საქართველოს, შეუპოვრად მიჰყვეს ევროპულ გზას და მტკიცედ განახორციელოს საჭირო რეფორმები.


close დახურვა