თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე ამბობს, რომ უკრაინელებთან არაერთხელ სცადეს "ურთიერთობის დათბობა".
"ჩვენ არაერთხელ ვცადეთ, რომ პირადი ურთიერთობები უფრო მეტად დაგვეთბო ჩვენს უკრაინელ ძმებთან და ეს ნარატივი, რაც ჩვენს მიმართ მიმდინარეობს, მე ვფიქრობ, რომ არა არის სწორი", - თქვა ბურჭულაძემ.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკი თქმით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა "ტონი უნდა შეცვალონ". ამასთან, მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სანქციები უნდა დაუწესდეთ ქართველ ოლიგარქებს, რომლებიც რუსეთთან თანამშრომლობენ.
"საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო, ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ - ეს მათი რეპუტაციისთვის კარგი იქნება", - განაცხადა პოდოლიაკმა.