მე ერთი რამე მინდა, რომ გაიაზროს ჩვენმა საზოგადოებამ - ბატონი ბიძინა ივანიშვილის კაპიტალი ქმნის საქართველოში მთლიან შიდა პროდუქტს. მისი კაპიტალის 80% ხმარდება იმ საქმეებს, რასაც ჩვენი ფულით უნდა ვაფინანსებდეთ ჩვენი მოსახლეობა. მითუმეტეს იცით, რომ განსხვავებულ რეჟიმში მოექცა ეს თანხები და მოხმარდება, ქართუ ფონდიდან დაფინანსდება. ეს არის ჩვენი ხალხისა და ჩვენი სახელმწიფოს ფული, შეგვიძლია ასე ვთქვათ თამამად. ასე რომ, თუ ამის უკან რაიმე განზრახვაა, ამ თანხების უკანონოდ მითვისების, ყველამ უნდა გაიაზროს, რომ ეს არის ჩვენს მთლიან შიდა პროდუქტში მონაწილე კაპიტალი და მინიმუმ, ყველას შინაგანი პროტესტი უნდა ჰქონდეს.
ბურჭულაძე: ბატონი ბიძინა ივანიშვილის კაპიტალი ქმნის საქართველოში მთლიან შიდა პროდუქტს
07 ოქტ 202221:56
3 წუთის საკითხავი