logo
ENG



ბურჭულაძე: წვევამდელები სავალდებულო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყების სისტემაში გაივლიან

13 მაი 202118:52
3 წუთის საკითხავი
 
2021/05/13/fpni3fav6dmlpze.jpg

თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, შემუშავებულია თავდაცვის კოდექსის ახალი პროექტი, რომელიც მინისტრის თქმით, ითვალისწინებს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლას მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში.

ასევე, ბურჭულაძე ამბობს, რომ ამ პროექტის თანახმად, სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადა შემცირდება და სხვა ცვლილებებიც განხორციელდება. 

"აღნიშნული რეფორმის მიზანია სავალდებულო სამხედრო სამსახურის მეტი პოპულარიზაცია, ერთიანი სტანდარტით გაწვრთნილი სამხედრო მოსამსახურეებისა და რეზერვის შექმნა. დარწმუნებული ვარ, თქვენთან მჭიდრო კონსულტაციით და თანამშრომლობით შევძლებთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი რეფორმის გატარებას", - თქვა მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. 


close დახურვა