პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე იმყოფება "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" წარმომადგენელი ნინო ბურჯანაძე.
მისი განცხადებით, არჩევნების გაყალბება არ გამოვა და ივანიშვილმა ახლა ისეთი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რომელიც ქვეყანას სჭირდება.
"ნებისმიერი პოლიტიკური პარტია ლახავს შინაგან პრობლემას, ორიენტაციასთან, პოლიტიკურ პრიორიტეტებთან დაკავშირებით და დგება ერთად ერთმანეთის გვერდით და როდესაც საზოგადოებაში არის ის ნეგატიური მუხტი რაც არის, ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ ამის იგნორირება არ შეიძლება. არ გამოვა ამ არჩევნების გაყალბება და ჩემი ძალიან დიდი მოთხოვნაა ხელისუფლებისათვის, რომ გონს მოეგონ და არ გაიმეორონ წინა შეცდომები. ივანიშვილმა სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და გააკეთოს ის, რაც სჭირდება ქვეყანას და ეს მისთვისაც ძალიან პოზიტიური იქნება,"- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.