logo
ENG



ბურჯანაძე: ენა გააჩუმოს ყველამ, ვინც ბედავს და კითხულობს რატომ ვსხედვართ იმ მაგიდასთან

26 მაი 202010:52
3 წუთის საკითხავი
 

"რაც წინა ხელისუფლებამ დააშავა, „ქართულმა ოცნებამ" იმის გამოსწორებაც ვერ შეძლო. ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ პარლამენტთან განაცხადა. 

ბურჯანაძე საკანონმდებლო ორგანოსთან 2011 წლის 26 მაისის მოვლენების გასახსენებლად მივიდა. შეკრებილებმა პარლამენტის შენობასთან სანთლები დაანთეს. 

„არ გვაქვს არანაირი გარანტია, რომ ხვალ და ზეგ იგივე არ განმეორდება, რაც 26 მაისს მოხდა და ხელისუფლებამ საკუთარი ხალხი გაწირა, როდესაც კი არ დაშალა მიტინგი, არამედ დასაჯა თავის ხალხი და ჩვენ არ გვაქვს იმის გარნატია, რომ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ აღდგება სამართლიანობა. რაც წინა ხელისუფლებამ დააშავა, იმის გამოსწორება ვერ შეზლო ქართულმა ოცნებამ, ძალიან ბევრუ ცუდი გადმოიღო და იმავე მეთოდებით აგრძელებს მართვას.

ენა გააჩუმოს ყველამ, ვინც ბედავს და კითხულობს რატომ ვსხედვართ იმ მაგიდასთან. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ამის აუცილებლობა შექმნა ივანიშვილმა და რვა წელი ნაციონალურ მოძრაობასთან და სააკაშვილთან იყო ფლირტში გართული, სანამ მის ტახტს საფრთე არ დაემუქრა“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

 


close დახურვა