logo
ENG



ბურჯანაძე: ლუგარის ლაბორატორიის ინსპექტირება საერთაშორისო მეთვალყურეობით უნდა შესრულდეს

28 მაი 202014:50
3 წუთის საკითხავი
 

„ლუგარის ლაბორატორიის ინსპექტირება საერთაშორისო მეთვალყურეობით უნდა შესრულდეს, - ​​ამის შესახებ განცხადებას „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აკეთებს.

მისი განცხადებით, იმ პირობებში, როდესაც რუსეთს საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული თანამშრომლობაზე, ინსპექტირებაზე და ინფორმაციის გაცვლაზე ლაპარაკი ძალიან რთულია.

„როდესაც ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია, ბუნებრივია აქ ნორმალურ თანამშრომლობაზე, ინსპექტირებაზე და ურთიერთ ინფორმაციის გაცვლაზე ლაპარაკი ძალიან რთულია. ნებისმიერი ის საკითხი, რომელიც ეხება, ვთქვათ ამ ტიპის ინსპექტირებას, მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო მეთვალყურეობის, საერთაშორისო ხელშეკრულებების და არა პირდაპირი ჩარევის განხორციელებით უნდა იყოს შესრულებული“, - განაცხდა ნინო ბურჯანაძემ. 

რუსეთი ლუგარის ლაბორატორიის დეტალურ დათვალიერებას მოითხოვს. მათი განცხადებით, ვიზიტი უნდა განხორციელდეს ორმხრივ საფუძველზე სხვა ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობის გარეშე.


close დახურვა