logo
ENG



ბურჯანაძე: ოპოზიციის ერთსულოვნებამ ხელისუფლება მოიყვანა გონს

08 მარ 202022:21
3 წუთის საკითხავი
 

 

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ, გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“ ოპოზიციისა და ხელისუფლების დღევანდელ შეთანხმებაზე ისაუბრა.

როგორც ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, ოპოზიციის ერთობამ და საერთაშორისო ზეწოლამ ხელისუფლება გონს მოიყვანა. მისივე განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით, ქვეყანაში გაჩნდა შანსი, რომ არჩევნები დესტაბილიზაციის ფონზე არ ჩატარდეს.

„მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა დღეს და ვფიქრობ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, ეს დღე შევა პირველი, როგორც სერიოზული პრეცედენტი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, როდესაც სრულიად განსხვავებული ხედებით დახუნძლულმა პოლიტიკურმა სპექტრმა, შეძლო ძალიან მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით გაერთიანება. ამ გაერთიანების წყალობით და რა თქმა უნდა საზოგადოების და საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით შეძლო ძალიან მნიშვნელოვანი გარდატეხის მიღწევა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ოპოზიციისათვის, არამედ ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის. ჩვენი დღევანდელმა ამ გადაწყვეტილებამ მოგვცა შესაძლებლობა, რომ ვიყოთ უფრო მშვიდი ქვეყნის ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით. პრაქტკულად გამოირიცხა ის საშიშროება, რასაც ქვეყანაში დესტაბილიზაცია ერქვა. რა თქმა უნდა დაძაბული იქნება წინა საარჩევნო პერიოდი, მაგრამ ახლა გაჩნდა იმედი, რომ ეს იქნება რთული, თუმცა არა კატასტროფული. მიუხედავად იმისა, რომ ის ვერსია არ არის ისეთი კარგი, რომელიც იყო სრულად პროპორციული სისტემა, მაგრამ ამისდა მიუხედავად უნდა აღინიშნოს, რომ ხელისუფლებამ გააცნობიერა რას ნიშნავს საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლა. დიდი მხარდაჭერის პარტიებმა გაითვალისწინეს და არ უგულებელყვეს პატარა მხარდაჭერის პარტიები და პატარა მხარდაჭერის პარტიები არ იყვნენ ცდუნებულნი 1%-იანი ბარიერით და ამ ერთსულოვნებამ ხელისუფლება მოიყვანა გონს “,-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

 


close დახურვა