logo
ENG



ბურჯანაძე გაფრინდაშვილის გათავისუფლებაზე: მადლობას ვუხდი რუდენკოს და კოსაჩოვს

28 დეკ 201913:50
3 წუთის საკითხავი
 
dk2qxmymfh5owlk.jpg

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების ფაქტს „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე საკუთარ Facebook გვერდზე გამოეხმაურა. ბურჯანაძემ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ საქმეში წვლილი შეიტანა. ასევე, ბურჯანაძემ პირადად გადაუხადა მადლობა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ანდრეი რუდენკოსა და რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, კონსტანტინ კოსაჩოვს. მისი თქმით, მათ დადებითი როლი ითამაშეს გაფრინდაშვილის გათავისუფლებაში.

ბურჯანაძის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

„ვულოცავ ბატონი ვაჟას ოჯახს და ყველა მის გულშემატკივარს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია. მნიშვნელოვანია, რომ როგორც ველოდით, ის ახალ წელს თავის ოჯახში შეხვდება. მინდა ყველა იმ ადამიანს, ვინც თავისი წვლილი შეიტანა მის განთავისუფლებაში მადლობა გადავუხადო. პირადად მადლობას ვუხდი ბატონ რუდენკოს და ბატონ კოსაჩოვს, რადგან მათ დადებითი როლი ითამაშეს ბატონი ვაჟას განთავისუფლებაში“, - წერია ბურჯანაძის განცხადებაში.


close დახურვა