logo
ENG



ბურჯანაძე კვლევებზე: ძირითადი კონტური შეესაბამება სიმართლეს

19 ნოე 201914:47
3 წუთის საკითხავი
 
e5mh0b53p8gdibe.jpg

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, IRI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევებს ეხმაურება, რომლის თანახმადაც კითხვაზე დაასახელეთ მთავრობის ყველაზე დიდი მიღწევა, 36% არ აქვს პასუხი, ხოლო 21% თვლის, რომ ხელისუფლებას მიღწევა არ აქვს. ბურჯანაძის თქმით კვლევები სიმართლეს შეესაბამება, ვინაიდან მისი თქმით "ქართული ოცნება" ნებისმიერი სისტემით ჩატარებულ არჩევნებს აგებს.

„განსაკუთრებული ნდობით არ ვეკიდები ხოლმე, თუმცა ძირითადი კონტური როგორც წესი შეესაბამება სინამდვილეს. ჩემთვის სრულიად ნათელია რომ "ქართულმა ოცნებამ" დაინახა, რომ ის აგებს ნებისმიერი თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების შემთხვევაში არჩევნებს და ამან განაპირობა იმ გადაწყვეტილების მიღება რა გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული ამ პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით,“-განაცხადა ბურჯანაძემ.


close დახურვა