პარტია „ერთიანი საქართველო“ ხელისუფლებისგან კვლავ სამოქმედო გეგმის წარდგენას ითხოვს. პარტიაში ფიქრობენ, რომ თუ ხელისუფლება კრიზისიდან გამოსვლის გეგმას დროულად არ წარადგენს, საზოგადოების მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება.
პარტიის ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რა პრობლემის წინაშე დგანან რეალურად და როგორ აპირებს სახელმწიფო ამის მოგვარებას.
„მთავრობას არ აქვს სამოქმედო გეგმა ჩამოყალიბებული. მათ თქვეს, ხომ არ ვიმარჩიელებთ ციფრებზეო - არა ბატონებო, ახლა არ უნდა მარჩიელობდეთ, სტატისტიკის დეპარტამენტს, მთავრობას, ექსპერტებს, ყველას ერთად უნდა გვქონდეს დადებული კონკრეტული ციფრები, რამდენმა ადამიანმა დაკარგა შემოსავალი, რამდენი ადამიანი საჭიროებს სასწრაფო დახმარებას, როგორია დანაკარგი, შესაძლებელი იყო თუ არა მოდიფიცირება და გარკვეული სახეცვლილება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების. სულ ტყუილი ლაპარაკია იმაზე, რომ საერთაშორისო თანამეგობრობიდან სერიოზულ და ძლიერ დახმარებას მივიღებთ, თუ ხელისუფლებას არ ექნება კონკრეტული ციფრები“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.