logo
ENG



ბუფალოში რასობრივ ნიადაგზე კაცმა მაღაზიაში ცეცხლი გახსნა - დაიღუპა 10 ადამიანი

15 მაი 202204:50
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/15/u95typgax405h4d.jpeg
ფოტო: Associated press

აშშ-ის ქალაქ ბუფალოში სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა კაცმა სუპერმარკეტში ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაიჭრა.

Associated press-ის ინფორმაციით, თავდამსხმელს ჩაფხუტზე კამერა ჰქონდა დამაგრებული და სროლის დაწყებისას ვიდეოს პირდაპირ ეთერში ავრცელებდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მომხდარს "რასობრივ ნიადაგზე ძალადობრივი ექსტრემიზმი" უწოდა. ხელისუფლების ცნობითვე, დაღუპულების უმეტესობა ფერადკანიანია. 

პოლიციელები ამბობენ, რომ კაცს სამხედრო ფორმის გარდა, ჯავშან ჟილეტიც ეცვა. მათივე განცხადებით, ის მაღაზიასთან ავტომობილით მივიდა, შემდეგ კი მომხმარებლებს ცეცხლი გაუხსნა.

"თავდამცველმა ჯერ მაღაზიასთან მყოფი 4 ადამიანი დაჭრა, სამი მათგანი დაიღუპა. უკვე მაღაზიაში, დაცვის თანამშრომელმა, რომელიც ყოფილი პოლიციელია, დაჭრა თავდამსხმელი, თუმცა საპასუხო ცეცხლისას დაცვის თანამშრომელი დაიღუპა. მაღაზიაში ყოფნისას მან კიდევ რამდენიმე ადამიანი მოკლა", - აცხადებს პოლიციის წარმომადგენელი.

მოგვიანებით Associated press-თვის თავდამსხმელის ვინაობაც გახდა ცნობილი, ის 18 წლის კაცია, რომელიც ბუფალოს მახლობლად ცხოვრობს. პოლიციამ თავდამსხმელი დააკავა.


close დახურვა